სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი თბილისი”-ში პირველი საინვესტიციო კონფერენცია – “INVEST HUB 2022” გაიმართა

29.12.2021წ.

28 დეკემბერს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასი თბილისი”-ში პირველი საინვესტიციო კონფერენცია – “INVEST HUB 2022” გაიმართა. უცხოურ ინვესტიციებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის განვითარებისთვის და აღნიშნულმა ღონისძიებამ ხაზი გაუსვა საქართველოს კონკურენტულ უპირატესობას გლობალური ბიზნესისა და საინვესტიციო აუდიტორიისთვის.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მაკროეკონომიკური მონაცემები, რეფორმები და საინვესტიციო შესაძლებლობები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საუდის არაბეთის სამეფოს, ყატარის, ლიბანის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის, ჩინეთის, კანადის, ფინეთის, ჩეხეთის, ესტონეთისა და თურქეთის ინვესტორებმა, რომლებმაც საქართველოში უკვე განახორციელეს 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია.
ფორუმზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა უცხოელ ინვესტორებს გააცნეს საქართველოს ბიზნეს კლიმატი და ახალი შესაძლებლობები. კონფერენციის ფარგლებში, ინვესტორებსა და საქართველოს სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხსენებულ ღონისძიებას ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, რომელმაც რამდენიმე ინვესტორს გააცნო რაჭის რეგიონის უდიდესი ტურისტული პოტენციალი. მისი მხრიდან ძირითადი აქცენტები გაკეთდა რეგიონში ჯანდაცვის სფეროს, სათავგადასავლო, ექსტრემალური ტურიზმისა და ჰორეკას მიმართულების განვითარებაზე, რის შემდგომაც Regi Fund-ის პრეზიდენტმა – Hynek Čech-მა, საუდის არაბეთის მსხვილმა ინვესტორმა – Hussain Al-Shahrani-მ და უძრავი ქონების წამყვანი დეველოპერი კომპანია – Sweflnd Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – Mahmoud Sami-მ გამოთქვეს მზაობა რაჭის რეგიონში ვიზიტსა და შესაძლო თანამშრომლობაზე

Related posts

ახალი წლის დღეები იწყება

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა