საპარტნიორო ფონდი“ საქართველოს მასშტაბით საქველმოქმედო აქციას განაგრძობს

19.06.2020წ.

“საპარტნიორო ფონდი“ საქართველოს მასშტაბით საქველმოქმედო აქციას განაგრძობს.
COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდმა“ ონისა და ამბროლაურის კლინიკებსა და მუნიციპალიტეტებს ფონდის საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოგზავნილი სამედიცინო პირბადეები, კომბინიოზნები და საქართველოში ფონდის მხარდაჭერით წარმოებული სპეციალური დამცავშრიანი პროდუქცია Faceguard-ი გადასცა.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აქციის ფარგლებში, ონის მერიას  პროფილური კლინიკისთვის სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა.

„საპარტნიორო ფონდის მიერ ჯანდაცვის სისტემისა და მოსახლეობის დახმარების აქცია ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, ჩვენი მეგობრების დახმარებით, გრძელდება. ჩემთვის, როგორც რაჭველისთვის დღევანდელი აქცია ორმაგად მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, რომ ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტები შეინარჩუნებენ მწვანე ზონის სტატუსს, თუმცა ჩვენ მაინც მომზადებულები ვართ. ვუსურვებ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჯანრთელობას,“ განაცხადა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდმა“ ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებს ცენტრალური და დასავლეთ აზიის მიმართულებით სინძიანის ეკონომიკური მიმოცვლის ასოციაციის, ჩინეთის ტექნოლოგიური ბაზრების ასოციაციის სამეცნიერო ინდუსტრიების თანამშრომლობის კომიტეტისა და განსუს პროვინციის ადგილობრივი მთავრობის მიერ გამოგზავნილი 4000-მდე პირბადე და 60-მდე სამედიცინო კომბინიზონი გადასცა.

„საპარტნიორო ფონდი“ მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავს.

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა