სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

25.11.2020წ.

5 ნოემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან
შეხვედრის დასაწყისში მერმა დამსწრეებს წარუდგინა ახალი თანამშრომლები: ვანო ბიჭაშვილი და პაატა სხირტლაძე – წარმომადგენლები გლოლისა და მრავალძლის ადმინისტრაციული ერთეულებში.
მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ადმინისტრაციული ერთეულებისთვის აქტუალურ საკითხებს: თბობის სეზონისთვის მზადების პროცესს, სოფლებში ტრანსპორტირების და წყალმომარაგების პრობლემას, სოციალურ თემატიკას და სოფლებში ტურისტული კერის შექმნას.
შეხვედრის დასასრულს წარმომადგენლებმა მერისგან მიიღეს დავალებები, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას და დროულად მოგვარებას საჭიროებს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა