სამეწარმეო-საინვესტიციო რეგიონულ ფორუმი

17.06.2021

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) გიწვევთ სამეწარმეო-საინვესტიციო რეგიონულ ფორუმზე, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 18 ივნისს, 12:00 საათზე, ქალაქ ონში, დ. აღმაშენებლის მოედანზე.
ფორუმის პირველი ნაწილი დაეთმობა რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის საინვესტიციო შესაძლებლობების და კონკრეტული პროექტების წარდგენას, ასევე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტების განხილვას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონის მიმზიდველობას პოტენციური ინვესტორებისთვის.
მეორე პანელური დისკუსია დაეთმობა ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის რეგიონში მცხოვრები მეწარმეების წინაშე არსებული გამოწვევები და აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის, შესაბამისი უწყებების და სახელმწიფო სააგენტოების (აწარმოე საქართველო, RDA და ა.შ.) ხედვების, მიმდინარე პროგრამების და დაფინანსების ახალი შესაძლებლობების წარდგენა.
ფორუმის მეორე ნაწილი დაეთმობა ფორუმში მონაწილე ადგილობრივი მეწარმეების/ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას.
ფორუმი ტარდება ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA), „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივის“ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI) მხარდაჭერით და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მიმდინარე „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა 2“ (FRLD 2) პროექტის ფარგლებში.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ