ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო შედგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან.
ბიუროს უფლებამოსილება
ა) ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს;
ბ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას;
გ) განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გასატან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს;
დ) ისმენს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;
ე) ახორციელებს ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ბიუროს წევრები
- ბაჩანა მარკოიშვილი
- ალავერდ ხვედელიანი
- გიორგი მარკოიშვილი
- გივი მეტრეველი
- მამუკა ყავლაშვილლი
- ვლადიმერ ბერელიძე
- სონია გუგეშაშვილოი
- სერგო ლობჯანიძე
- ვასილ მეტრეველი
- ლევან ორდინიძე
- ნოდარ ბურდილაძე
- თეიმურაზ ცეცაძე
- ზურაბ ბენდიანიშვილლი