საერთაშორისო კამპანიას -,,დავასუფთაოთ მსოფლიო ” ონის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

18.09.2020წ.

საერთაშორისო კამპანიას -,,დავასუფთაოთ მსოფლიო ” ონის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.
მსოფლიოს დასუფთავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ონის მუნიციპალიტეტის მერიამ მასშტაბურ აქციაში ,დავასუფთავოთ საქართველო’ მიიღო მონაწილეობა და ქალაქ ონში არსებული და მიმდებარე ( გადმოსახედიდან მდინარე ჭარულას ხიდამდე) ტერიტორია დაასუფთავა.
18, 19, 20 სექტემბერს, მსოფლიოში ტარდება ერთერთი უდიდესი გარემოსდაცვითი კამპანია – ,,დავასუფთავოთ მსოფლიო“, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით და მასში დღეისთვის მონაწილეობას 135 ქვეყანა იღებს.
კამპანიის ფარგლებში, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გარემოს გასაწმენდად მრავალ ქვეყანაში ტარდება ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციები. ამ მიზნით ერთიანდებიან: სხვადასხვა ორგანიზაციები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები, სკოლები და სხვა სასწავლო დაწესებულებები.
2010 წელს აღნიშნულ კამპანიას საქართველოც შეუერთდა.
სიმბოლური აქციის მიზანია, საზოგადოების ცნობიერებისა და შეგნების ამაღლება, საზოგადოების ჩართულობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა. რადგანაც გარემოს დაბინძურება ძალიან ხშირად ადამიანების დაუდევრობით ხდება.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა