10
25.02.2023წ.
102 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან, საქართველოს დროშა დაეშვა.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მდებარე საჯარო უწყებებისა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე.
საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლის პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.