რეგიონებში კალათბურთის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით ონის მუნიციპალიტეტში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესტუმრნენ

by magda

11.06.2024წ.

რეგიონებში კალათბურთის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით ონის მუნიციპალიტეტში კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ესტუმრნენ.
ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებმა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის კალათბურთის ფედერაციას სხვადასხვა სახის საკალათბურთო ინვენტარი გადასცეს.
ვიზიტის ფარგლებში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა ონისა და ამბროლაურის გუნდებს შორის.
შეხვედრა 35 : 18 ანგარიშით დასრულდა ონელი ბავშვების სასარგებლოდ.
უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონალური კალათბურთის განვითარების დეპარტამენტი აღნიშნულ პროგრამას წლებია ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების ფონდთან ანხორციელებს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content