რაჭის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 40 000 ქვირითით დათევზიანდა

13.02.2025წ

რაჭის მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 40 000 ქვირითით დათევზიანდა
ონის მუნიციპალიტეტის მდინარეების „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 40 000 ქვირითით დათევზიანების პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი ბესო კუსიდი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველაძე და რაჭის ეროვნული პარკის რეინჯერები და ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდნენ.
ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. თევზის აღნიშნულ სახეობას მოწყვლადის კატეგორია აქვს მინიჭებული. ნაკადულის კალმახის გამრავლების მიზნით, 2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოებას და მდინარეების დათევზიანებას ითვალისწინებს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.