9
26.07.2024წ.
რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარე თემებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსება დაიწყო.
პირველ ეტაპზე საგრანტო ინიციატივების გამოვლენის მიზნით მცირე მასშტაბის კონკურსი ჩატარდა, გამოვლინდა სამი საუკეთესო იდეა. მიმდინარე ეტაპზე კონკურსის მონაწილეებს სოფელ ჯინჭვისის და გომის მოსახლეობა წარმოადგენდა.
რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარე მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საგრანტო პროექტების დაფინანსება დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის არსებული საგრანტო პროექტის „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში” ფარგლებში მიმდინარეობს.