რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წარმომადგენლები ონის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ

by magda

16.02.2021წ.

რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა (YAR) -ის პრეზიდენტი, თამარ ხომასურიძე და ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის მიმართულების კოორდინატორი, მარიტა გუტაშვილი შეხვდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერს , ბატონ დავით ჩიკვაიძეს.
ონის მუნიციპალიტეტის მერია
 შეხვედრაზე განიხილეს რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის სამომავლო #საგრანტო #პროექტები, მათ შორის ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency -ს მიერ შემოთავაზებული საგრანტო პროექტი.
 ონის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი დავით ჩიკვაიძე მზადყოფნას გამოთქვამს განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერასა და დახმარებაში.
შეხვედრაზე ასევე  განიხილეს ახალი საპროექტო იდეაც, #არაფორმალურ #განათლებასთან დაკავშირებით, რომელსაც ასამბლეა იდეის პროექტად ქცევის შემდეგ  მალე წარმოადგენს პირველ კოლაბორაციულ პროექტს ონის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონ დავით ჩიკვაიძის უდიდესი წვლილით.
რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა მადლობად უხდის ონის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ დავით ჩიკვაიძეს, გამოხატული თანადგომისა და დახმარებისთვის .

 

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content