რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ზამთრის სეზონისთვის მზადების პროცესი და რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილა

23.09.2025წ.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ზამთრის სეზონისთვის მზადების პროცესი და რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საშეშე მერქნის მოპოვების საკითხს. ქრისტინა კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არცერთ მოსახლეს არ შეექმნას საშეშე მერქნის მოპოვების პრობლემა. განიხილეს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათ ეფექტიანად გადაჭრის მიზნით ყველა შესაბამისი უწყების ჩართვის აუცილებლობა.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ საჭიროებებს. სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლებისა და შესაბამისი სამსახურების მჭიდრო კოორდინაცია, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ირმა ჩიხრაძე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენელი გიორგი ბეთხოშვილი

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.