რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ქრისტინა კობახიძემ ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის აღსაზრდელები მოინახულა

by magda

07.05.2025წ.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ქრისტინა კობახიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან სერგი ხიდეშელთან და ონში რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის – გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელ ირმა ჩიხრაძესთან ერთად, ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძართან არსებული საკვირაო სკოლის აღსაზრდელები მოინახულა.
რწმუნებულის პირველმა მოადგილემ და ონის მერმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საკვირაო სკოლის სასწავლო პროგრამაზე და აღსაზრდელებს გაესაუბრნენ.
საკვირაო სკოლაში, რომელიც ნიკორწმინდის ეპისკოპოს ვახტანგის ლოცვა-კურთხევით დაარსდა, საღმრთო რჯული, ახალი აღთქმის პროგრამა და ქართული კანონიკური გალობა ისწავლება. სკოლას, სადაც 60 მოსწავლე სწავლობს, სოფელ ლაჩთას წმინდა გიორგის ტაძრის მორჩილი მარიამ ხუფენია ხელმძღვანელობს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content