რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-არჩილ ჯაფარიძემ და ონის მუნიციპალიტეტის მერმა -ემზარ საბანაძემ ,სამხარეო ადმინისტრაციის და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს

ქ.ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები26 ივნისს,რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-არჩილ ჯაფარიძემ და ონის მუნიციპალიტეტის მერმა -ემზარ საბანაძემ ,სამხარეო ადმინისტრაციის და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს:
ქ. ონში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ღირებულება: 232 370 ლარი.
შემსრულებელი: შ.პ.ს “კ და გ”
ქ.ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები.
დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს ი.სხირტლაძის ქუჩაზე არსებული ღობეების დემონტაჟი და საფუძვლის დამუშავება რკინა ბეტონის მოსაწყობად.
ღირებულება: 1440000 ლარი.
შემსრულებელი: შ.პ.ს “იერი”.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
შემსრულებელი:ი/მ ჯულიეტა გძელიშვილი.
ღირებულება:10 000 ლარი.
ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სევა-ფარახეთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შემსრულებელი : შ.პ.ს “ფარაონი”.
ღირებულება : 136 700 GEL .
სოფ.გომი-ჯინჭვისის მიმართულებით მდ.რიონზე ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები დასრულდა .
შემსრულებელი: შ.პ.ს “რაჭა 2005”.
სოფელ უწერაში არსებული სამედიცინო ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ღირებულება: 28 993.50 ლარი.
შემსრულებელი : შ.პ.ს “მპტ”.
სოფელ ღარში მდ.ღარულაზე ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ღირებულება: 1 177 713 ლარი.
შემსრულებელი:შ.პ.ს”პირამიდა”.

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა