რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჩთის დედათა მონასტერს ესტუმრა

17.04.2025წ.

რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჩთის დედათა მონასტერს ესტუმრა, დედაოებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული პირადად მიულოცა და სააღდგომო ნობათი გადასცა.
საჩუქრების დარიგების პროცესში ასევე ჩართული იყო რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში.
ქრისტინა კობახიძემ სრულიად საქართველოს წმინდა ადგილიდან მიულოცა დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული
‘’სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს ვულოცავ დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, სიკეთის, რწმენისა და გამარჯვების დღეს. გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ჯანმრთელობას და ბედნიერ ხვალინდელ დღეს.’’

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო