რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

by magda

30.07.2020წ.

რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება

რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი სტიქიის ზონაში საჭირო სამუშაოებს ადგილზე უძღვებიან.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები : საპროექტო ჯგუფი, მეგზევეები და მეხიდეები სტიიქიის ზონაში არიან მობილიზებულები. ისინი პირველად ინფორმაციაზე დაყრდნობით მუშაობენ როგორც საპროექტო გადაწყვეტილებებზე, ისე შემდგომი პრევენციის გეგმაზე.

სპეციალისტები ასევე ადგილზე უწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, რათა უმოკლეს ვადებში აუცილებელი სამუშაოები და აღდგეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content