რაჭაში მასშტაბური ველომარათონი გაიმართა

by magda

16.06.2024წ.

რაჭაში მასშტაბური ველომარათონი გაიმართა
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს, როგორც მოყვარულებმა, ასევე პროფესიონალმა სპორტსმენებმა – ჯამში ასამდე ადამიანმა.
სულ წარმოდგენილი იყო სამი მარშრუტი. 10 კმ, 20 კმ და 60 კმ. თითოეულმა მონაწილემ ინდივიდუალურად შეარჩია დისტანცია.
სამივე კატეგორიაში დაწესებული იყო ფულადი ჯიდლოები. ყველაზე გრძელი, დისტანციის პირველ ადგილოსანმა მიიღო ფულადი პრიზი. ველოფესტივალის ფარგლებში მოეწყო სპეციალურად გასართობი, საკვები და დასასვენებელი სივრცეები. სპეციალურად ღინისძიებისთვის ჩატარდა კონცერტი.
ველომარათონი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო- სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების, სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა და კერძო კომპანიების მხარდაჭერით ჩატარდა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content