რაჭაში ( ამბროლაური – ონი- ამბროლაური ) ველომარათონი გაიმართება

by magda

18.05.2024წ.

16 ივნისს რაჭაში ( ამბროლაური – ონი- ამბროლაური ) ველომარათონი გაიმართება!
ყველა ველოსპორტის მოყვარულ ენთუზიასტს, შესაძლებლობა გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ ველომოგზაურობაში- რაჭის ულამაზეს ბუნებაში!
დისტანცია – 10 კმ; 20 კმ; 60კმ
კატეგორიები
60კმ კაცები – მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17+ კაცებს;
60კმ ქალები – მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17+ ქალებს;
20კმ კაცები – მონაწილეობას იღებენ 13-17 წლის ადამიანები, მაგრამ დასაშვებია ამ კატეგორიაში მიიღონ მონაწილეობა უფრო მეტი ასაკის მოყვარულებმაც;
20კმ ქალები – მონაწილეობას იღებენ 13-17 წლის ადამიანები, მაგრამ დასაშვებია ამ კატეგორიაში მიიღონ მონაწილეობა უფრო მეტი ასაკის მოყვარულებმაც;
10კმ ბიჭები – 13 წლამდე ბავშვები;
10კმ გოგოები – 13 წლამდე ბავშვები;
დღის წესრიგით გათვალისწინებულია
14:00 მარათონის დაწყება
16:30- მარათონის დასასრული
17:30- დაჯილდოების ცერემონია
ველოგარბენის სპორტული ნაწილი დაგეგმილია ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მერიების და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის მიერ
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა, დღის ბოლოს კი მუსიკალური საღამო დააგვირგვინებს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content