პროექტის „მულტიფუნქციური სივრცის აღჭურვა” განსახორციელებლად, ონის მუნიციპალიტეტის მერიამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საგრანტო დაფინანსება მოიპოვა

by magda

02.10.2024წ.

პროექტის „მულტიფუნქციური სივრცის აღჭურვა” განსახორციელებლად, ონის მუნიციპალიტეტის მერიამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საგრანტო დაფინანსება მოიპოვა.
პროექტის საბოლოო განაცხადის განხილვა გუშინ გაიმართა, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის მერმა, სერგი ხიდეშელმა ხელი მოაწერა საგრანტო ხელშეკრულებას.
პროექტის ფარგლებში მოხდება შეუბნის ადმინისტრაციული შენობის აღჭურვა საოფისე ტექნიკითა და ავეჯით, შეიქმნება და განვითარდება რამდენიმე სერვისის მიმწოდებელი სივრცე, როგორებიცაა: ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი, საკონფერენციო სივრცე, ახალგაზრდული სივრცე, ტურისტული შოურუმ ჰაბი და თემის ადმინისტრაციული ცენტრი.
პროექტის საწყის ეტაპზე გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა მოსახლეობასთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან და გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, მათი იდეების სააპლიკაციო განაცხადში გათვალისწინების მიზნით. საგრანტო დაფინანსების მოცულობა 100 000 ლარს შეადგენს

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content