პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები იმართება

by magda

02.01.2022წ.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები იმართება. დღეს ღონისძიება ონში ტარდება.
ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის მოედანზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
ონში საახალწლო ღონისძიებებისათვის სამზადისი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.
ონში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება. საღამოს კი ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება.
ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებს მომღერალი ოთო ნემსაძე და ბენდი
საახალწლო ღონისძიება ონში გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება .
ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content