პოსტპანდემიური კრიზისის დაძლევის მიმართულებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) 0ნის მუნიციპალიტეტში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით საგრანტო კონუკურსი დაიწყო

26.12.2021წ.

პოსტპანდემიური კრიზისის დაძლევის მიმართულებით, არაერთი ღონისძიება ტარდება, განსაკუთრებული აქცენტი კი, რეგიონებზე კეთდება, სადაც კოვიდ -19-ის გავლენა ყველაზე მეტად აისახა.
აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), რომელმაც ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, საგრანტო კონკურსი დაიწყო და ადგილობრივ ქალებს ბიზნესის წამოწყების ან მისი გაფართოების შესაძლებლობა მისცა.
აღნიშნული კონკურსი, რომელიც GIZ-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან – საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALAG) და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასთან (GFA) თანამშრომლობით განახორციელა, ბიზნეს იდეის შემუშავებასა და მის განსახორციელებლად გრანტის სახით, 2000 ევროს ღირებულების საწარმოო ინვენტარის შეძენას ითვალისწინებდა.
 გაეცანით ისტორიებს ქალებზე, რომლებმაც ბიზნეს იდეები რეალობად აქციეს
http://gender.nala.ge/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1…/15

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს