01.08.2019
30 ივლისს „პოლიტიკური ბრენდინგისა და პრობლემების მართვის ცენტრის” მიერ ონის მუნიციპალიტეტში ჩატარდა მაღალი დონის ტრენინგები სამ ეტაპად:
„პოლიტიკური პიარი, ლიდერობა და პოლიტიკური მენეჯმენტი“.
„ანგარიშის მომზადება და ეფექტური პრეზენტაცია“ .
„პროექტების წერა“
ტრენინგებს უძღვებოდა ცენტრის დირექტორი, საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტების ტრენერი თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძე, რომელმაც შეხვედრის დასასრულს მსმენელებს გადასცა სერთიფიკატები.