პირველად ონში ბავშვთა სარაგბო ფესტივალი გაიმართა

by magda

15.06.2024წ.

პირველად ონში ბავშვთა სარაგბო ფესტივალი გაიმართა
ონის მუნიციპალიტეტის სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე, საქართველოს მთავრობის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების, ასევე საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორობით, 2013-2014 წლებში დაბადებულ ბავშვთა სარაგბო ფესტივალი გაიმართა.
ტურნირს მასპინძლობდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ერთი წლის წინ დაარსებული სარაგბო კლუბი ‘ამარანტები’, რომელიც ბიზნესმენების – დიმიტრი აბდუშელიშვილის, მამუკა მურჯიკნელის, ალექსი ნიკოლაიშვილის და აკაკი დავითულიანის თაოსნობით, ლეჩხუმის, ლენტეხის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებისა და რაგბის კავშირის მხარდაჭერით დაარსდა.
ფესტივალის დასრულების შემდგომ გაიმართა სარაგბო გუნდების დაჯილდოების ცერემონია, რომელშიც მანაწილეობა მხარის რწმუნებულთან -პაპუნა მარგველიძესთან ერთად, მოწვეულმა სტუმრებმა, ცნობილმა მორაგბეებმა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმაც მიიღეს. დაჯილდოვდა ფესტივალში მონაწილე თექვსმეტივე გუნდი შესაბამისი სიგელებითა და სუვენირებით.
აღსანიშნავია, რომ ონის მუნიციპალიტეტში სარაგბო ბავშვთა ფესტივალი აქამდე არასდროს ჩატარებულა. მისი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და რეგიონში რაგბის პოპულარიზაცია

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content