სოფელ გადამშსა და ჭვებარში სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

03.08.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
სოფელ გადამშსა და ჭვებარში სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა, აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ ხიდეშელი 2017“ ახორციელებდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ გადამშსა და ჭვებარში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სამუშაოების შესრულების პროცესს.
სოფელი გადამში:
ღირებულება : 8220.34 ლარი
დაფინანსების წყარო: სოფლის მხარდაჭრის პროგრამა.
შემსრულებელი : შპს „ ხიდეშლი 2017“
სოფელი ჭვებარი
ღირებულება : 10 686.44 ლარი
დაფინანსების წყარო: სოფლის მხარდაჭრის პროგრამა.
შემსრულებელი : შპს „ ხიდეშლი 2017“

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო