ონში სახელოსნო “ედენას” (UNDP)-ის მოქმედი ხელმძღვანელი ანა ჩერნიშოვა, ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში დანიელ მევლი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეწვია

18.06.2021წ.

ონში სახელოსნო “ედენას” (UNDP)-ის მოქმედი ხელმძღვანელი ანა ჩერნიშოვა, ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში დანიელ მევლი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.
აღნიშნული შეხვედრა სახელოსნო “ედენაში” სიმბოლური ხასიათის იყო რადგან ზუსტად ერთი წლის წინ ის აშენდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI) მხარდაჭერით.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო