ონში საᲨობაო კონცერტი გაიმართა

07.01.2024წ.

ონში საᲨობაო კონცერტი გაიმართა
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: გიგა ჯაფარიᲫის სახელობის კულტურის სახლის, ზურაბ ბაკურაᲫის სახელობის სამუსიკო სკოლის და ლიდა გონგაᲫის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეები.
საᲨობაო ღონისძიება საქველმოქმედო იყო, Შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება-პატარა ნუცა გაგნიᲫის ოჯახის ანგარიᲨზე.
ღონისძიების მიმდინარეობისას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – ქრისტინა კობახიძემ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, დამდეგი შობა მიულოცა და ბავშვებს წარმატებები უსურვა.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მაჟორიტარი დეპუტატის – გოჩა ენუქიძის და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ანსამბლი “ორბა” გაემგზავრება თურქეთში, ანსამბლ “რაჭას” ფოლკლორის ცენტრი ჩაუწერს სიმღერას, ხოლო ლიდა გონგაძის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის, ზურა ბაკურაძის სამუსიკო სკოლის და გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის აღსაზრდელებს დაუფინანსდებათ მათ მიერ არჩეული ექსკურსია საქართველოს მასშტაბით.
ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ სრულიად საქართველოს! გისურვებთ მშვიდობას და ოჯახების კეთილდღეობას

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.