ონში არსებული წყალმომარაგების სისტემის განახლების მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

by magda

11.06.2024წ.

ონში არსებული წყალმომარაგების სისტემის განახლების მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებშიც დაგეგმილია არსებული სათავე ნაგებობების მოდერნიზება, წყლის გამწმენდი ნაგებობის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა.
ასევე, დამატებით მოეწყობა, 10კმ-მდე წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელი და 7 კმ ფოლადის მაგისტრალური მილი.
სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2025 წლის I კვარტალში იგეგმება, რომლის შემდეგაც ონის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
პროექტი ღირებულება 18 მილიონ ლარს შეადგენს და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content