ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორია და ბიბლიოთეკა გაიხსნა

10.04.2023წ.

ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორია და ბიბლიოთეკა გაიხსნა.
დეველოპერული კომპანია თეთრი კვადრატის მმართველი პარტნიორის, ირაკლი ბურდილაძის ქველმოქმედებით, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში საზეიმოდ გაიხსნა კომპიუტერული ლაბორატორია და ბიბლიოთეკა.
კომპიუტერული ლაბორატორია სრულადაა აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით (20 კომპიუტერი, 4 პრინტერი, 1 პროექტორი, მაგნიტური დაფა, 20 მოსწავლის მაგიდა და სკამი).
ბიბლიოთეკაში დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის თაროები, მაგიდები და სკამები, რბილი ავეჯი. შემოვიდა 2000-მდე თანამედროვე მხატვრული, კლასიკური, ყველა ასაკის შესაბამისი ლიტერატურა, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
ბიბლიოთეკა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ- ქრისტინა კობახიძემ, ირაკლი ბურდილაძესთან, შოთა ბერეკაშვილთან და ონის მუნიციპალიტეტის მერთან – სერგი ხიდეშელთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
ბიბლიოთეკის დათვალიერების შემდგომ, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით კულტურული ღონისძიება გაიმართა.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა