ონის საჯარო სკოლაში პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისათვის“ ფარგლებში დებატკლუბი გაიხსნა

02.12.2020წ.

ონის საჯარო სკოლაში პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისათვის“ ფარგლებში დებატკლუბი გაიხსნა. კლუბში IX-XI კლასების 26 მოსწავლეა გაწევრიანებული. მოსწავლეები კლუბში მსოფლიოში პოპულარულ და ეფექტურ საგანმანათლებლო ფორმატში – ფორმალურ დებატებს ეუფლებიან. პროექტის აქტუალურობიდან გამომდინარე, მასში ჩართვის მსურველთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო. კონკურსის საფუძველზე მასწავლებელთა ჯგუფი მთელი საქართველოდან შედგა, რომელთა რიცხვშიც მოხვდა ონის საჯარო სკოლის პედაგოგი თეონა შერაზადიშვილი. „დებატკლუბის გახსნა ონის საჯარო სკოლისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. სკოლის დირექციამ სათანადოდ მოწყობილი სივრცე კლუბის წევრების შეკრებისა და მუშაობისათვის გამოყო, ამჟამად შეხვედრები, პანდემიის გამო, კვირაში ერთხელ ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა დისტანციურ მუშაობას პრობლემა არ შეუქმნია კლუბისათვის: შეხვედრების ფორმატი ინტერაქციულია, აქტივობები და დავალებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტერესისა და მოტივაციის ზრდას, რაც კარგად აისახება მათ გამოხმაურებებსა და შეფასებებში“-უყვება „რეგიონულ კვირას“ ონის საჯარო სკოლის წარმატებული პედაგოგი თეონა შერაზადიშვილი.:
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი, რომელიც აღნიშნულ პროექტს სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს, დებატების საერთაშორისო საგანამანათლებლო ასოციაციის წევრია, რაც დებატკლუბის წევრებს, ყველაფერთან ერთად, ასპარეზს უხსნის დებატების საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობისათვის.

Related posts

ახალი წლის დღეები იწყება

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა