ონის მუნიციპალიტეტში ციფრული უთანასწორობის შემცირების მიზნით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობს

04.04.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში ციფრული უთანასწორობის შემცირების მიზნით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობს.
 პროექტის განხორციელებით თითოეულ ოჯახს ექნება შესაძლებლობა მიიღოს 100 მბ/წმ, ხოლო დაწესებულებებს- 1გბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი.
ოპტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა ამ დროისთვის აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე:
ქალაქი ონი;
უწერა;
ღები;
ღარი;
გლოლა;
ნაკიეთი;
ჭიორა.
ქსელის მშენებლობას „ოუფენ ნეტი“ ანხორციელებს, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, განავითარონ საკუთარი ბიზნესი, – ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, „ოუფენ ნეტი“ არ აწვდის მოსახლეობას ინტერნეტ-მომსახურებას, არამედ, ნებისმიერ ავტორიზებულ ტელეკომ-ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მაგისტრალზე ღია დაშვების მომსახურებით და მივიდეს საბოლოო მომხმარებლამდე.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა