ონის მუნიციპალიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობას განაგრძობს

31.07.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობას განაგრძობს

მეხანძრე-მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს.

სამ ლოკაციაზე: ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის
პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.

პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.