ონის მუნიციპალიტეტში ფიტნეს დარბაზს, თორნიკე კობახიძის სახელი მიენიჭება

by magda

03.09.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტში ფიტნეს დარბაზს, თორნიკე კობახიძის სახელი მიენიჭება
თორნიკე ზალიკოს ძე კობახიძე დაიბადა 11.01.1992 წელს, დაამთავრა ონის საჯარო სკოლა.
თორნიკე ბავშვობიდან გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, ყოველთვის იმსახურებდა მადლობის სიგელებს, შესაბამისად ონის საჯარო სკოლა დაამთავრა წარჩინებით, რის გამოც ქ. ონის საჯარო სკოლამ დააჯილდოვა „სანიმუშო ყოფაქცევისა და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის“.
მრავალი სიგელი, სერტიფიკატი და სხვადასხვა სახის ჯილდო ჰქონდა მიღებული სპორტში, რომელსაც ის სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა. ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ ის იყო თავის საქმის პროფესიონალი, რასაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა.
უნდა აღინიშნოს ფაქტი, რომ სკოლის დამთავრების შემდგომ 100% გრანტით ჩააბარა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, „ბიზნესის მართვის“ ფაკულტეტზე.
24 წლის ასაკში დაოჯახდა და შეეძინა ერთი ქალიშვილი. სიცოცხლის ბოლო წუთებში მსახურობდა სპორტის მიმართულებით, ფიტნეს ცენტრში იყო ფიტნეს ინსტრუქტორი.
წარმოგიდგენთ იმ სიგელებისა და სერტიფიკატების ნაწილს, რომელიც მან სიცოცხლის მანძილზე მიიღო.
თორნიკეს უამრავი გეგმა ჰქონდა, ვარჯიშობდა და ემზადებოდა მაღალი დონის ტურნირებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად.
სიგელი- ქ ონის საჯარო სკოლის დირექცია – „სანიმუშო ყოფაქცევისა და მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის“.
სერტიფიკატი – ინგლისური ენის კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის.
სერტიფიკატი – საერთაშორისო თამაშ-კონკურსის „ლინგვისტ-კონკურსში“ მონაწილეობისთვის.
დიპლომი – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია-გურამ საღარაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჭაბუკთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში, მეორე ადგილის მოპოვებისთვის.
სერტიფიკატი – საერთაშორისო მათემატიკურ ტურში წარჩინებით მონაწილეობისთვის.
სერტიფიკატი- საერთაშორისო მათემატიკურ ტურში წარჩინებით მონაწილეობისთვის.
სიგელი – ონის კომპლექსურმა სასპორტო სკოლამ დააჯილდოვა ტურნირში თავისუფალ ჭიდაობა მონაწილეობისთვის.
სიგელი – ონის სასპორტო სკოლა, დაჯილდოვდა თავისუფალ ჭიდაობაში 73 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილის დაკავებისთვის.
დიპლომი – კოსტა მაისურაძის სახელობის ტურნირი, ქართულ ჭიდაობაში 90 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილის დაკავებისთვის,
დიპლომი – N1 სასპორტო სკოლა იური ომნიძის სახელობის ხსოვნის ტურნირი 85 წონით კატეგორიაში მესამე ადგილის დაკავებისთვის.
სიგელი- ონის ბავშვთა სპორტული სკოლა- თავისუფალ ჭიდაობაში 73 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილის დაკავებისთვის.
სიგელი -ონის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლა-შურა მაისურაძის და გიორგი სხირტლაძის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, 76 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილის დაკავებისთვის.
თორნიკე კობახიძე ტრაგიკულად გარდაიცვალა 2020 წლის 20 ნოემბერს.
ღირსეული შვილი დაკარგა ონმა, ნათელი და სანთელი მის სულს -გოჩა ენუქიძე

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content