1
13.09.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება.
აღნიშნული მიმართულებით, მუნიციპალიტეტს სოფელ სევაში ახალი, სპორტული მოედანი შეემატება.
პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. რომლის სახელშეკრულებო თანხა 51 500 ლარს შეადგენს.
სამუშაოების დასრულება ოქტომბრის თვეში იგეგმება.