ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი 16 თებერვალს პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა

by magda

16.02.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრებიდაიწყო. ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი დღეს, 16 თებერვალს პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.
სოფელ პიპილეთში, ონჭევში, ჟაშქვასა და სორგითში ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად.
სოფელ პიპილეთსა და ჟაშქვაში მოსახლეობამ პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა დაასახელა.
სოფელ სორგითში წყლის სისტემის მოწესრიგება და შიდა საუბნო გზების რეაბილირაცია, სოფელ ონჭევში კი შიდა საუბნო გზების მოწყობა და წყლის რეზერვუარის მოწყობა დასახელდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში 10 მარტამდე გრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content