ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ღარში „საჯვარეობის“ დღესასწაული გაიმართა

by magda

29.06.2024წ.

დღეს ონის მუნიციპალიტეტში სოფელ ღარში „საჯვარეობის“ დღესასწაული გაიმართა.
საჯვარეობა ყოველწლიურად აღდგომიდან მერვე კვირას სოფელ ღარში აღინიშნება, მას ზემო რაჭის თითქმის ყველა სოფლიდან უერთდებიან სხვადასხვა ასაკის მლოცველები.
დღესასწაულის წინა დღით, ცხენოსნები სოფ. ღარის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოში იკრიბებიან, ტრადიციული ფერხულით ქმნიან საზეიმო განწყობას და ერთად მიემართებიან ველების წმინდა გიორგი სალოცავ ადგილზე, სადაც ღამეს ათენებენ და ოჯახის ჩვენი კუთხის და ქვეყნის კეთილდღეობას ავედრებეს წმ.გიორგის და მთავარანგელოზს. მეორე დღეს ცხენოსანი მახარობელი სოფელში შეკრებილ მოსახლეობას, მომლოცველების მშვიდობით დაბრუნებას ამცნობს.
სახალხო-რელიგიულ დღესასწაულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ და მოსახლეობასთან ერთად აღნიშნეს საჯვარეობა.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content