ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

15.02.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ონის ბიუროს წარმომადგენელთან, ასევე, საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, უწერის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები განისაზღვრა:
სოფელი უწერა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა.
სოფელი ნიგავზები – წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
სოფელი ფარავნეში – წყლის სისტემის რეაბილიტაცია. სანიაღვრე არხის მოწყობა.
სოფელი ნაკიეთი – გზის რეაბილიტაცია.
ყველა დასახელებულ პროექტს კი ონის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ კონსულტაციები 9 თებერვალს დაიწყო და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება. დაგეგმილი შეხვედრები 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს