ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება

by magda

08.02.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში წელს, ონის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 648 000 ლარს.
9 თებერვალს, საერთო კრებები გაიმართება ღების, გლოლის და ჭიოროს ადმინისტრაციული ერთეულებში,
საერთო კრების ლოკაციები:
12:00 საათი – სოფელი დიდი ღები, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია.
13:30 საათი – სოფელი პატარა ღები, თავშეყრის ადგილი.
14:30 საათი – სოფელი ჭიორა, თავშეყრის ადგილი.
16:00 საათი – სოფელი გლოლა, ადმინისტრაციული შენობა.
შეგახსენებთ, რომ დასახლების საერთო კრებაზე, მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი თითოეულ საპროექტო წინადადებაზე, ჩატარდება ღია კენჭისყრა და შეირჩევა ხმების უმრავლესობით უპირატესი პროექტი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ და დასახლების საერთო კრებაზე დასწრების დროს იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კრებაზე რეგისტრაციის მიზნით.
სოფლებში აღნიშნული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე oni.gov.ge

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content