ონის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

06.12.2021წ.

6 დეკემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და ონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელიობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ჩაგელიშვილი სტუდენტური პარლამენტის დამფუძნებლებს ანზორ მეგრელიშვილს და გიგა გლუნჩაძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაციის (Icsu – დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება )და სტუდენტური პარლამენტის მიერ წარმატებით განხორციელებული არაერთი პროექტის შესახებ, იმსჯელეს მსგავსი ტიპის პროექტების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, განსაკუთრებით, საუბარი ტურიზმის განვითარებასა და აღნიშნულ სფეროში ახალგაზრდების ჩართულობას შეეხო.
ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პროექტია „გაიცანი მსოფლიო და განავითარე შენი რაიონი – შენი ქალაქი“ .
მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას თვითონ მიიღონ მონაწილეობა მხარისათვის სასიკეთო პროცესების წარმართვაში.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან შერაზადიშვილმა მადლობა გადაუხადა ‘სტუდენტური პარლამენტის დამფუძნებლებს სტუმრობისთვის, საინტერესო ინფორმაციისთვის, მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის და გამოთქვა მზაობა სამომავლო თანამშრომლობასა და მხარდაჭერისათვის

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.