ონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშა აღიმართა

26.05.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშა აღიმართა!
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ- ილია ბეგიაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან – გოჩა ენუქიძესთან, სახელმწიფო რწმუნებულ – პაპუნა მარგველიძესთან, სამხარეო და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონის შესასვლელში სახელმწიფო დროშა აღმართა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიულოცეს ეროვნული დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა