ონის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო) – ლიკა ტორიკაშვილი

რომელმაც მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლში შეხვედრა გამართა სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

27 მაისს, ონის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო) – ლიკა ტორიკაშვილი, რომელმაც მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლში შეხვედრა გამართა სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა შეხვედრაზე ისაუბრა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე, ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებზე, რეგიონის ახალგაზრდების საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე.
მსგავსი შეხვედრები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.

Related posts

ქ.ონში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა

ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის სცენაზე სპექტაკლის „უცნობი” პრემიერა გაიმართა

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2023” გაიმართა