25
14.12.2022წ.
ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარჩენალდაკარგული ოჯახების მცირეწლოვან ბავშვებს, მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, წინასაახალწლო სასურსათე პაკეტები გადასცა.
აღნიშნული აქცია ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოება საქართველოს წითელი ჯვრის ონის ფილიალის ერთობლივი თანამშრომლობით და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს აქტიური ჩართულობით განხორციელდა.