ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 16 ოჯახს ფართები საკუთრებაში გადაეცათ

29.08.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 16 ოჯახს ფართები საკუთრებაში გადაეცათ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ონის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი დაიწყო – მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, საკუთრებაში ბინა 16 ოჯახს გადაეცემა.
ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გააცნეს და საქართველოს მთავრობის განკარგულებები გადასცეს.
აღნიშნულ ოჯახებს ბინის კანონიერი მესაკუთრეობისთვის მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდებათ.
‘’ ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ მნიშვნელოვან სიახლეს, ჩვენ კი შესაბამის სამთავრობო უწყებებთან კვლავ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას რათა უმოკლეს დროში განხორციელდეს დარჩენილი ოჯახების დოკუმენტაციების შესწავლა და ბინების საკუთრებაში გადაცემა“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა