0
24.05.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით, მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან ერთად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მეწარმეებმა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინეს 2024 წლის მიმდინარე პროექტებსა და დაგეგმილ სამუშაოებზე. სერგი ხიდეშელმა ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის დროს გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს მოუწოდა სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება დაავალა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს არსებულ გამოწვევებზე დროულ და შედეგზე ორიენტირებულ რეაგირებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა – ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, ასევე მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები და საზედამხევდველო ორგანიზაციის წარმომადგენლები.