ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულების პროცესში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

03.10.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულების პროცესში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ – ალუდა თუთისანმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვისა და კოორდინირების სამსახურის უფროს – ლევან ცხვედიანთან და ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების მიმდინარე პროცესი მოინახულა.
ადგილზე სამუშაოების დათვალიერების შემდგომ, ხელმძღვანელმა პირებმა გამოვლენილ საჭიროებებზე და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესებაზე გაამახვილეს ყურადღება.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო