2
03.10.2024წ.
ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულების პროცესში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ – ალუდა თუთისანმა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვისა და კოორდინირების სამსახურის უფროს – ლევან ცხვედიანთან და ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების მიმდინარე პროცესი მოინახულა.
ადგილზე სამუშაოების დათვალიერების შემდგომ, ხელმძღვანელმა პირებმა გამოვლენილ საჭიროებებზე და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესებაზე გაამახვილეს ყურადღება.