ონის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, სოფელ ლაგვანთაში 2020 წლის 28-29 ივლისის თვეში, სტიქიის შედეგად დაზიანებული მდინარე საკაურაზე, სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა

29.05.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, სოფელ ლაგვანთაში 2020 წლის 28-29 ივლისის თვეში, სტიქიის შედეგად დაზიანებული მდინარე საკაურაზე, სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.
აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ხიდმშენი 99“ ასრულებს.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სანაპირო ბურჯების მონოლითური რკინა-ბეტონით საყრდენი კედლების მოწყობა, ქვაბულის ძირში და პერიმეტრზე გრუნტის დამუშავება, ქვიშა-ხრეშოვანი და ბეტონის მოსამზადებელი ფენის მოწყობა.
პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 387 551 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის მაისში იგეგმება

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა