ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

19.01.2021წ

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ ა(ა)იპ საბავშვო ბაღში და ადგილზე გაეცნენ ბაღში სარეაბილიტაციო , სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
აღნიშნულ სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა ,,დელტამშენი” . ღირებულება შეადგენს 699 900 ლარს, ხოლო დაფინანსებულია 95% -სახელმწიფო და 5 %- ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან

ბათუმში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე რაჭველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს

ქალაქ ონში თოვლის საფარისგან ქუჩების გაწმენდის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს