ონის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება

08.02.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება.
7 თებევრვლის მონაცემებით ელ. ენერგიის მიწოდება აღდგენილია ონის მუნიციპალიტეტის 37 სოფელში.
აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს 24 სოფელში ამ დროისთვის რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია 24 სოფელი.
ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება პრობლემების აღმოსაფხვრელად.
მობილიზებულია ტექნიკა და შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფენ თოვლწმენდით სამუშაოებს და შესაბამის კომპანიასთან ერთად ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოების პროცესს.
სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა, როგორც გზებზე გადაადგილების ისე ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რამაც გამოიწვია მუნიციპალიტეტის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.