ონის მუნიციპალიტეტში თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზებზე გაწმენდითი სამუშაოები

by magda

09.01.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტში თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზებზე გაწმენდითი სამუშაოები, აღნიშნული მიმართულებით ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის გამავლობის შენარჩუნებისათვის.
ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გამავალია შემდეგი ლოკაციები; ღები, გლოლა, ჭიორა, უწერა, საკაო, ღარი, შეუბანი, წედისი, პიპილეთი, გომი, სორი, მრავალძალი, კომანდელი.
ასევე, ცხმორში, შარდომეთსა და სოფ. ღებში, შიდა საუბნო გზების დარჩენილ მონაკვეთებზე დღის ბოლომდე დასრულდება სამუშაოები.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ მოსახლეობას, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content