ონის მუნიციპალიტეტში გზების წმენდის სამუშაოები გრძელდება.

26/02/2025

ონის მუნიციპალიტეტში გზების წმენდის სამუშაოები გრძელდება.
თოვლისგან იწმინდება როგორც ქალაქის ცენტრალური ქუჩები, ასევე, სოფლებთან მისასვლელი და საუბნო გზები.
 დღის განმავლობაში ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად,მუნიციპალიტეტის სოფლებში ეცნობოდნენ არსებულ ვითარებას და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდნენ .
 ამ ეტაპისთვის სოფელ საკაოში, ჭალასა და ზემო და ქვემო ბარში მისასვლელი ცენტრალური და შიდა საუბნო გზები გაწმენდილია.
 თოვლწმენდითი სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა სოფელს მოიცავს.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო